Link Search Menu Expand Document
  • თითოეული დავალების ქულა (პროცენტი 100 ქულაში) არის დავალების სათაურში კლასრუმზე
  • დავალების ფაილები და ყველანაირი ინსტრუქცია არის გითჰაბზე. შესაბამისი დავალების გითჰაბ რეპოზიტორია დალინკულია აღწერაში
  • დავალება უნდა ატვირთოთ კლასრუმზე,

დავალების შედეგი

  • ქულას დაგიწერთ კლასრუმზე
  • თუ მიღებული ქულა არ ემთხვევა თქვენს მოლოდინს, თქვენი დავალების log ფაილები იქნება ატვირთული ამ ლინკზე. ნახეთ ფაილები, ყურადღებით და დეტალურად მიყევით ქვემოთ მოცემულ სიას, რომ გაარკვიოთ მიზეზი, და თუ თვლით, რომ დავალების შესწორებისას შეცდომაა, მომწერეთ მეილზე i.mghvdliashvili@freeuni.edu.ge სათაურით პროგრამირების პარადიგმები: დავალება 2-ის შეფასება. 2 ჩაანაცვლეთ დავალების ნომრით. თუ თქვენს მეილს არ ექნება ეს სათაური (subject), შეიძლება გამომრჩეს. მეილზე გიპასუხებთ 1-2 კვირის შუალედში.

დავალების გასწორების log-ები

დავალებების გასწორებისას ვინახავ ამ ფაილებს

ფაილის სახელირა წერიარა უნდა შეამოწმოთ მოწერამდე
notfound.txtრომელიმე ფაილი თუ არ იყო ზიპში.შედით კლასრუმზე, გახსენით თქვენი ატვირთული არქივი (ან გადმოწერეთ და გახსენით)
compile-errors.txtთუ კომპილაციის output-ში იყო ‘error’1. გადმოწერეთ დავალების საწყისი ფაილები თავიდან.
2. გადმოწერეთ თქვენი ზიპი და დავალების შესაცვლელი ფაილები გადაიტანეთ იქ
3. თავიდან სცადეთ კომპილაცია
output.txtტესტერის ან პროგრამის output (თუ კომპაილ ერორი არ არის)იგივე, რაც compile-error-ზე და გაუშვით ტესტერი თავიდან
result.txtoutput-ის მიხედვით დათვლილი ქულადავალების პირობის ბოლოს (გითჰაბზე) წერია სკრიპტი, რომლითაც ითვლება წარმატებული ტესტები, წინა ნაბიჯების შესრულების შემდეგ გაუშვით ეგ ბრძანება