ამ გვერდზე მოკლედ ვისაუბრებთ git და github-ის შესახებ. ვისაც არ გაინტერესებთ, საგნისთვის უბრალოდ ეს ორი ბრძანება გჭირდებათ
# სანამ ბრძანებას გაუშვებთ, cd <დირექტორია სადაც გინდათ, რომ პარადიგმების კოდი იყოს>
git clone https://github.com/freeuni-paradigms/freeuni-paradigms.github.io.git
ამის შემდეგ შეიქმნება ახალი დირექტორია paradigms, სადაც იქნება საგნის კოდი
როდესაც რეპოზიტორიაში ახალ ფაილებს ავტვირთავთ ხოლმე, ცვლილებების გადმოწერისთვის paradigms დირექტორიაში გაუშვით ეს ბრძანება
git pull
რა არის git
git არის vcs (version control system) პროგრამა, რომელიც გამოიყენება
- კოდის ისტორიის გასაკონტროლებლად პროგრამისტი ცვლილებებს არქმევს სახელს და შეუძლია კოდის კონკრეტულ ვერსიაზე დაბრუნდეს
- პროგრამის დეველოპმენტის დასაყოფად შესაძლებელია რამდენიმე დამოუკიდებელი ხაზი იყოს ცვლილებების (მაგალითად, როდესაც ორ დამოუკიდებელ ფუნქციას ამატებ და არ გინდა სანამ რომელიმე დამთავრდება ყველასთან აისახოს ცვლილებები) და გარკვეულ ეტაპზე ეს ხაზები გააერთიანო
- კოდის და კოდის ცვლილებების მარტივად გასაზიარებლად დასაწყისში მხოლოდ ამისთვის გამოიყენებთ git-ს. ყველაფრის კლასრუმიდან გადმოწერის მაგივრად უბრალოდ დააკლონირებთ პარადიგმების რეპოზიტორიას და ყველა მომავალი ფაილი, რასაც ავტვირთავთ, ერთი ბრძანებით გაჩნდება თქვენს კომპიუტერზე
რა არის github
github არის საიტი/სერვერი, სადაც პროგრამისტებს შეუძლიათ საკუთარი git პროექტები შეინახონ და კოდი ბრაუზერში ნახონ. ამის გარდა სხვა გამოსადეგი ფუნქციებიც აქვს. კიდევ ბევრი git სერვისი არსებობს (gitlab, bitbucket). ასევე არსებობს github-ის თავისუფალი კლონი gitea რომელიც შეგიძლიათ თქვენს სერვერზე დააყენოთ და “საკუთარი” github გქონდეთ.