სამუშაო გარემოს გამართვა
linux
virtualbox
გამოდგება პერიოდულად რამე პროგრამის გასაშვებად, მაგრამ როგორც სამუშაო გარემო საკმაოდ ნელი და არაკომფორტულია, ამიტომ თუ ლინუქსს ვერ აინსტალირებთ, გირჩევთ გამოიყენოთ wsl.
linux
ბევრი ლინუქს დისტრიბუცია არსებობს განსხვავებული ვიზუალით და ფუნქციებით. მიუხედავად გავრცელებული შეხედულებისა, ბევრი მიზეზი არის, რის გამოც Ubuntu ვერ ჩაითვლება beginner-friendly-დ.
ახალი პროგრამების დაყენება ყველაზე მარტივია arch linux
დაფუძნებულ სისტემებზე. თვითონ arch
საკმაოდ რთულად დასაყენებელია, მაგრამ რამდენიმე დისტრიბუცია არსებობს რომელიც ამ საქმეს თავისით აკეთებს და შედეგად სწრაფი, სტაბილური და მარტივად გამოსაყენებელი სისტემა გექნებათ. მე ვიყენებ endeavouros-ს, kde plasma desktop environment-ით (ონლაინ ინსტალაციისას აირჩიეთ).
დისტრიბუციის არჩევანს არ ექნება გავლენა საგნის გავლაზე, რომელიც მოგეწონებათ ის დააყენეთ.
text editor
რადგან აზრი არ აქვს კოდის ფაილს როგორ დააედითებთ, შეგიძლიათ დამოუკიდებლად აირჩიოთ რომელ პროგრამას გამოიყენებთ.
პოპულარული და ყველაზე გამართული არის vscode და თუ მარტივ გამოსავალს ეძებთ ამას ავირჩევდი, მაგრამ ყველა დავალებაში ერთ ან ორ ფაილთან მუშაობთ და გირჩევდით ეს დრო და გარემო vim
-ის სასწავლად გამოიყენოთ. ეს რესურსი უკეთ ახსნის რატომ და როგორ.
I believe people should use vim for the following three reasons:
- It’s ubiquitous. You don’t have to worry about learning a new editor on various boxes.
- It’s scalable. You can use it just to edit config files or it can become your entire writing platform.
- It’s powerful. Because it works like a language vim takes you from frustrated to demigod very quickly.
In short, I believe you should consider competence with vim the way you consider competence with your native language, or basic maths, etc. So much in technology starts with knowing your editor.