კოდის კომპილაციის მთავარი ნაწილები
კოდისგან პროგრამის შექმნა (მომხმარებლის მხრიდან)
- ტექსტური ფაილი - არ აქვს აზრი რა ერქმევა და რომელი პროგრამით ჩაწერ ტექსტს
- კომპაილერი - რომელსაც მიაწვდი ტექსტურ ფაილს და გარდაქმნის პროცესორის ინსტრუქციებად (ან ბაიტკოდად)
c++ მაგალითი
რამდენიმე პროგრამა არსებობს, რომელსაც c++ კოდის კომპილაცია შეუძლია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის g++
. ყველაზე მარტივი გამოყენება არის პროგრამის გამოძახება ფაილის სახელით
g++ main.c -o myprogram
./myprogram
ჯავას მაგალითი
რეალურად მეთოდოლოგიების კოდის დასაწერად და გასაშვებად არც ეკლიფსია აუცილებელი და არც სტენფორდის ფლაგინი (მაგრამ პირველ კურსზე სიმარტივისთვის უკეთესია gui).
javac MyProgram.java # შექმნის MyProgram.class ფაილს
java MyProgram # ჯავა პროგრამის გამოყენებით ბაიტკოდის წაკითხვა და გაშვება
თუ გარე ბიბლიოთეკას ვიყენებთ (მაგალითად, კარელი), უბრალოდ უნდა მივუთითოთ classpath არგუმენტი
javac -cp acm.jar MyProgram.java
java -cp acm.jar MyProgram
linux shell
უმეტესი ქმედება, რომელსაც ლეპტოპში graphical user interface-ის გამოყენებით (ფანჯრები, მაუსი) აკეთებთ, შესაძლებელია გაკეთდეს პროგრამატულად, ოპერატიულ სისტემასთან პირდაპირ კომუნიკაციით (shell interface). ამ გზის უპირატესობები:
- სისწრაფე
- ავტომატიზირება
გაიხსენეთ რამდენი mouse click ჭირდება ფაილის დაზიპვას და სახელის გადარქმევას (არადა სულ ერთი სახელი ქვია ხოლმე). აი როგორ გააკეთებდით ამას bash-ით ტერმინალში
zip imghv14.zip file1 file2 # დაზიპე file1, file2 და დაარქვი imghv14.zip
zip imghv14.zip ./file* # დამიზიპე ყველა ფაილი ამ დირექტორიაში, რომლის სახელი იწყება file-ით
zip imghv14.zip ./*.c # დამიზიპე ყველა ფაილი, რომელიც მთავრდება .c-ით
zip imghv14.zip ./* # დამიზიპე ყველა ფაილი ამ დირექტორიაში
shell არის პროგრამირების ენა რომელსაც აქვს ბევრი special character ყოველდღიური საქმეების გასაადვილებლად.
თუ რაიმე დავალებას რამდენიმე ბრძანება ჭირდება, შეგიძლია შექმნა ტექსტური ფაილი სადაც ყოველ ხაზზე ეწერება
კურსის განმავლობაში მასალის პარალელურად ვისწავლით ხოლმე ამ ბრძანებებს, special character-ებს და სკრიპტების შექმნას.