Link Search Menu Expand Document

GoodStudents

მეხსიერებაში ერთმანეთის მიმდევრობით ჩაწერილია სტუდენტების სახელები და ქულები. სახელი ჩაწერილია C სტრინგის საშუალებით რომელიც ბოლოვდება ‘\0’ სიმბოლოთი, ხოლო ქულა ჩაწერილია მომდევნო 1 ბაიტში. დაწერეთ GoodStudents ფუნცქია, რომელსაც გადაეცემა ზემოთ აღწერილი მეხსიერების მისამართი და რომელმაც უნდა დააბრუნოს ყველა იმ სტუდენტის სახელი, რომლის ქულაც 150-ზე მეტი ან ტოლია. დაბრუნების ფორმატი შემდეგია: აბრუნებთ ერთ c_string-ს, რომელშიც წერია შესაბამისი სტუდენტების სახელები სფეისით გამოყოფილი. აუცილებელია თანმიმდევრობა დაცული იყოს, რა თანმიმდევრობითაც გვხვდებიან. თუ ქულის ბაიტის შემდეგ 1 ბაიტში წერია ‘\0’ სიმბოლო, ესეიგი მანდ დამრთავდა მეხსიერების უბანი. ჩათვალეთ მეხსიერებაში მინიმუმ ერთი სტუდენტის ინფორმაცია წერია.